Saturday, April 22, 2017

ჩემი პროექტის პორტფოლიო



   პროექტებით სწავლება დამეხმარება კლასში წამოჭრილი პრობლემების უკეთ გადაჭრაში.
    მოძიებული ინფორმაციების საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაერკვევიან იმ საკითხებში, რაც მანამდე მათთვის ბუნდოვანი იყო.

Sunday, April 9, 2017

             დღევანდელი დღე იყო საინტერესო. გავიგე როგორ უნდა შევუწყო ხელი მოსწავლის თვითრეგულირებას. როგორ განვასხვავო მოსწავლის საჭიროებები..ამის ცოდნა დამეხმარება სწორად დავგეგმო საგაკვეთილო პროცესი და საჭიროებისამებრ დავსვა კითხვები,მივცე საჭირო მიმართულებები.
              დღეს  ასევე განვიხილეთ ფასილიტაციის მასალები,რაც დამეხმარება სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის შესაფერისი დავალებების მიცემაში.

Saturday, April 8, 2017

      დღევანდელი დღე იყო საინტერესო.ვისაუბრეთ როგორ შევაფასოთ მოსწავლე. როგორჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში. შევქმენით გეგმების ჩეკლისტები.ასევე გავერკვიეთ მოსწავლეებში გამოვლენილი სირთულეების დაძლევაში.
თანატოლებთან უკუკავშირზე, ვისაუბრეთიმაზე,თუ რომელი  ფორმა განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, რაც დამეხმარება მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო შეფასების პროცესში.,მონიტორინგი გავუკეთო ნამუშევრებს შესრულების დროს.       

Sunday, April 2, 2017

         დღევანდელი დღე იყო საინტერესო. ვისწავლეთ რა ტიპის ნაშრომები შეიძლება შექმნას მოსწავლემ. ეს დამეხმარება როგორ დავაგეგმინო მოსწავლეს შესასრულებელი სამუშაო. გავაკეტე კვლევის და თვითშეფასების ჩეკლისტის ნიმუში.
         რაც უფრო მრავალფეროვან აქტივობებს დავგეგმავ მოსწავლესთან,მით უფრო მრავალფეროვან შეფასების ინსტრუმენტებს გამოვიყენებ, რაც დამეხმარება ნოსწავლე გავიყვანო მაღალ სააზროვნო უნარებზე.

Saturday, April 1, 2017

          დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი.. გავერთიანდით ჯგუფებასდ და ავაწყვეთ შფასების სტრატეგიები,სადაც გამოვლინდა გამარჯვებული. ეს დამეხმარა შეძენილი ცოდნის მობილიზებაში.
          წყვილებში შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიო.გავაკეთეთ კომენტარები, მივეცით ერთმანეთს რჩევები. უკუკავშირები კარგია,რათა სხვისი თვალით დავინახო საკუთარი თავი, გავითვალისწინო მათი რჩევები და მოვახდინო დროული რეაგირება.                  გავეცანი საავტორო უფლებებს,რაც მომცემს საშუალებას არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლებები და არც მე მივცე სხვას ჩემი საავტორო უფლეებების  დარღვევის ნება.

Sunday, March 26, 2017

        გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,მეთოდებს და ინსტრუმენტებს. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მეთოდები და ინსტრუმენტები, მით უფრო კარგად მივაღწევ პროგრესს მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.

Saturday, March 25, 2017

     პროექტი აქტუალურია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, პრობლემებზე ორიენტირებას.
      ავირჩიე პროექტის იდეა, ჩამოვაყალიბე შინაარსი.გავეცანი პუბლიკაციის სახეებს.გავეცანი ბუკლეტის დამზადებას.
       ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები სტანდარტთან შესაბამისობაში, რათა მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე პროექტთან დაკავშირებით. შევიმუშავე მიმართულების მიმცემი კითხვები,რომელიც დამეხმარება არა მარტო ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებაში,არამეახალი მასალის ათვისებაში.